ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია

03.08.2011

სოფელ გურიფულში საძირკველი ჩაეყარა წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტეს სახელობის ეკლესიას

3 აგვისტოს, სოფელ გურიფულში საძირკველი ჩაეყარა წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტეს სახელობის ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი განისვენებდა ხობის მონასტერში, ხოლო წმინდანთა სახელობის ეკლესია გურიფულის ტერიტორიაზე არსებობდა ღვთიმგმობლობის ჟამამდე. ეკლესიის მშენებლობის კურთხევას დაესწრო ადგილობრივი მოსახლეობა, მრევლი, ხობისა და ფოთის ეპარქიის სამღვდელოება, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც მიულოცა მრევლს სოფლისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სულიერების კერის მშენებლობის დაწყება. აღნიშნა, რომ გარდა გურიფულისა, უახლოეს მომავალში მეუფე გრიგოლის კურთხევით სოფელ პირველი ხორგის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია შეემატება ხობის სალოცავებს, რაც განსაკუთრებული მადლია.