,,ხსოვნის მემორიალთან“ ხობის საზოგადოებამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ ცხრა ხობელ გმირს მიაგო პატივი. ,,მამულს შეწირული სიცოცხლე’’ აგვისტოს დღეების დიდებულება, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ხობელი ბიჭების სიკვდილითა და ხსოვნით-ერის სიცოცხლის გაგრძელება, შვილდაკარგული დედების ცრემლი და სულიერი მხნეობა, აგვისტოს ტკივილი და ზნეობრივი გამარჯვება, ხელისუფლების სწრაფვა სრულიად საქართველოს საუკუნოვანი ოცნების ასრულებისათვის - მემორიალთან შეკრებილი ხელისუფლება , საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთად იდგა ამ აზრით შეკრული და მომავლის მოიმედე, როგორც ერის ჭირისუფალი. დაღუპულთა ოჯახებს ,საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ და საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ. ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით წმინდა სამების ეკლესიაში წირვა და ცხრა ხობელი გმირის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა სამების ეკლესიის დეკანოზმა კირიონმა. აგვისტოს კიდევ ერთი ცრემლიანი, ხსოვნის დღე ხობში უკვე მესამედ დადგა.