ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია

16.09.2016

ხობელები ,, ერთსულოვნების'' შუადღის ეთერში

ხობელები საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" შუადღის ეთერში ტელეჟურნალისტ მარიამ ხურციძის რუბრიკა "არტში"-12.09.2016

01.09.2016

უხვმა ნალექმა ხობში რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

1 სექტემბერი 2016 წელი
აღმაშენებლის, კოსტავას, რუსთაველის, წერეთლისა და სტალინის ქუჩებზე ქ.ხობში უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დატბორა.

25.08.2016

დაიწყო ნუტი ლემონჯავას სახელობის საფეხბურთო ტურნირი

25 აგვისტოს,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ბათუმის სასპორტო სკოლის, ზუგდიდის „ოდიშის“, სენაკის „სპარტაკის“, ხობის „კოლხეთის“, ხონის სასპორტო სკოლის, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის „ზანას“, მარტვილის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები.
პირველ შეხვედრაში, ხობის „კოლხეთის“ ნორჩმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელი თანატოლები, ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მწვრთნელები და ოჯახის ახლობლები ესწრებოდნენ.
 საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები 29 აგვისტოს  გაიმართება.