8 დეკემბერს ქ.
თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, სამეცნიერო კონფერენცია „ხობის მონასტერში ჩატარებული სამეცნიერო არქეოლოგიური
და არქეოგეორადიოლოკაციური კვლევების შედეგები“ გაიმართა.
ხობის მონასტერის არქეოლოგიურ, არქეო და საინჟინრო გეოფიზიკის „ახალ პერსპექტივებზე“ და პირველად არქეოგეორადიოლოკაციურ გამოკვლევებზე პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, არქეოლოგმა რევაზ
პაპუაშვილმა, აკადემიკოსმა თამაზ ჭელიძემ და მეცნიერებათა დოქტორმა დავით (თამაზ) ოდილავაძემ
ისაუბრეს.
კონფერენციაზე
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფოთისა და ხობის
მიტროპილიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი
ილია (ლომაია), საქართველოს პარლამენტის წევრი
გიგა ბუკია და საქართველოს
კულტურული
მემკვიდრეობის
დაცვის
სააგენტოს
არქეოლოგიური
კომისიის
თავმჯდომარე
პროფესორი
ვახტანგ
ჯაფარიძე, რომელმაც კონფერენცია დადებითად შეაფასა.