დღეს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლას ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გაგუაძე და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ემილიან ბერაია ეწვია. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, IX – XII კლასელებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარი. შეხვერდაზე ცივი იარაღის უკანონოდ ტარებაზე, ქურდული სამყაროს წევრობაზე, კანონიერ ქურდობასა და სხვადასხვა მუხლებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელიც ანტინარკოტიკულ პროპაგანდას ემასახურებოდა, დაისვა საინტერესო შეკითხვები მოსწავლეებისგან. განათლების მაღალი დონის აღსანიშნავად სიგელებით ათი აქტიური მოსწავლე (ბაქარ ნადარაია, ბექა ჭითანავა, რევაზ ქაშიბაძე, ვლადიმერ სიჭინავა, ნინო ქვარცხავა, შორენა ხარბედია, ბაჩანა ჭითანავა, ელენე გერგაია, მეგი იოსავა, ოთარ ძიძავა) დაჯილდოვდა. N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთინო გაბისონიამ პროკურატურის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა