ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია ხობი ჩემი სახლია

12.08.2012

„ცოტნეობა„ - 2012

 ამბავი ცოტნე ბატონიშვილისა ყველასთვის საინტერესო და ისტორიაში ერთ-ერთი სამაგალითო ამბავია, რაც მთავარია ეს არ არის ლეგენდა, ეს რეალური ფაქტია რაც მიუთითებს ცოტნე დადიანის დიად სულზე და გმირულ ხასიათზე ... 



ცოტნე დადიანი – ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები. „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ –ასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი „ასწლოვან მატიანეში“ და დასძენს, „პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“.


1235 წელს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. რუსუდანმა მათთან დაზავება გადაწყვიტა, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მეთაურობით ბათო–ყაენთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. 1243 წელს დაიდო ზავი, საქართველო „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად, სამეფო ხელისუფლება ქვეყანაში ხელუხლებლად რჩებოდა, მეფობის პრეტენდენტს ყაენი ამტკიცებდა. ქართველებს უნდა გადაეხადათ ხარკი – 50 ათასი პერპერა, საჭიროების შემთხვევაში კი მონღოლთა მხარეზე საბრძოლველად სამხედრო ძალა უნდა გამოეყვანათ. ზავის დადების შემდეგ რუსუდანმა თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა, ყაენთან გააგზავნა მეფედ დასამტკიცებლად. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა და დაიწყო უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე დავითი ჯერ კიდევ არ იყო ურდოდან დაბრუნებული. მონღოლებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და საქართველო, მონღოლური წესის მიხედვით, დუმნებად დაყვეს. დუმნისთავობა დამპყრობლებმა ცნობილ ქართველ დიდებულებს: ეგარსლან ბაკურციხელს, შანშე მხარგრძელს, ყვარყვარე ჯაყელს, გრიგოლ სურამელს, ცოტნე დადიანს და სხვებს უბოძეს.




მონღოლთა ბატონობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, მათ საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.



შეთქმულები ჯავახეთში, კოხტასთავზე შეიკრიბნენ: „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი შეკრებისა“. შეკრების ადგილად რკინის ჯვარი, სამცხესა და ღადოს შორის არსებული ტერიტორია დასახელდა. თათბირი დასრულდა თუ არა, პირველებმა კოხტასთავი დატოვეს ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერის ძემ, რომელთაც ყველაზე დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. ისინი იმერეთ–აფხაზეთსა და რაჭა–თაკვერში უნდა გადასულიყვნენ და ლაშქრის შეგროვების შემდეგ, დანიშნულ დროზე რკინის ჯვარზე გამოცხადებულიყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა შეთქმულები –მოულოდნელად მონღოლთა ჯარები, ბიჩოისა და ანგურგის სარდლობით, თავს დაესხნენ ქართველ დიდებულებს, შეიპყრეს და ანისის ქვეყანაში, იმ ადგილას წაიყვანეს, რომელსაც „შირავაკანი“ ერქვა. მონღოლთა მთავარმა ნოინმა, ჩარმაღანმა, რომელიც ნდობით ეპყრობოდა ქართველებს, იუცხოვა მათი ღალატი და გაკვირვებული შეუდგა დაკითხვას.



შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ აჯანყების განზრახვა არ ჰქონიათ. მონღოლებმა მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.



ამასობაში ციხის–ჯვარში შეხვედრის დროც დადგა. ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ანისში ცოტნემ იხილა რა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ.



მონღოლებს არ დასჭირვებიათ ეკითხათ, ვინ იყო ამ უცნაური საქციელის ჩამდენი, ჟამთააღმწერლის ცნობით, მას, „კაცსა კეთილსა და სრულს“ ყველა ძალიან კარგად იცნობდა. ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ. ამ პასუხით ყველა სახტად დარჩა. ცოტნე დადიანის თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, განსაკუთრებით ჩაღატა ნოინზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.



1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.



საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის ამბავი, მისი გმირობა რწმენის, სიყვარულისა და თავდადების მაგალითია. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა ხობის უძველეს ტაძარში შემორჩენილია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა, ხოლო ქ. ფოთში დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ცოტნე დადიანის ძეგლი.


Святой исповедник Цотне Дадиани (XIII)
Дни памяти: 30 июля
      Святой Цотне Дадиани, доблестный полководец и правитель Эгриси (Западная Грузия), жил во второй половине тринадцатого века. В этот период Грузия находилась под монгольским игом. Положение страны было невыносимым до такой степени, что грузинская знать решила поднять народ на восстание против захватчиков.
      Собравшись на вершине горы Кохта, правители всех частей Грузии договорились выступить единым фронтом и местом сбора войск назвали Картли. Цотне Дадиани и Рачинский эристави первыми отправились собирать войско.
      Из-за измены о заговоре стало известно монголам. Они оцепили гору Кохта, арестовали всех повстанцев, кроме Цотне Дадиани и эристава Рачинского, и отвезли в Ани-Ширакавани, к монгольскому правителю.
      Арестованные отрицали все обвинения и целью сбора на Кохтастави называли желание упорядочить сбор татарской дани. По приказу монгольского нойна их оголили, связали и, обмазав медом, бросили под палящее солнце, ежедневно допрашивая о цели сбора на Кохта.
      Узнав о случившемся, Цотне Дадиани безмерно огорчился и счёл делом чести самому предаться смерти и позору. Он в сопровождении двоих слуг поехал в Ани - положить душу свою и принять страдание вместе с братьями. Прибыв в Ани и увидев обреченных на смерть собратьев, доблестный эристави Эгриси разделся, сам связал себя и лёг рядом с ними под палящее солнце.
      Удивленные монголы доложили нойну о странном человеке, добровольно лёгшем рядом с наказанными. Нойн вызвал его к себе и спросил о причине такого странного поведения. "Мы все собрались с одной целью - упорядочить сбор дани и исполнить ваш приказ. Если за это мои соотечественники наказаны, я желаю разделить их участь!" - ответил отважный эристави. Рыцарский поступок Цотне произвел неотразимое впечатление на монголов, и все пленённые князья были освобождены.
      В следующем заговоре против монголов (1259 г.) имя Цотне Дадиани нигде не фигурирует. Историки предполагают, что к тому времени он уже скончался.
      В Грузии всем известно доблестное имя Цотне Дадиани. Его героизм и преданность чести всегда был примером для всех поколений грузин, и народ во все времена воздавал ему почести, как святому.
      26 октября 1999 года по постановлению Священного Синода Цотне Дадиани был причислен к лику святых, что было изъявлением воли православного народа.