ხობის ღვთისმშობლის მიძინების უძველეს მონასტერში დაზიანებული სამრეკლოს გადასახურად სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა რეკონსტრუქცია და ხარჯებიც საკუთარ თავზე აიღო. სამუშაოებს ორგანიზაცია „ტაოტბელი“ ასრულებს. შეგახსენებთ, მონასტერი გასულ წელს შეაკეთეს, თუმცა გაზაფხულზე ძლიერმა ქარმა სამრეკლოს სახურავის ქვედა სარტყელი განსაკუთრებით დააზიანა. ჩამოაგდო ის ქვები, რომლებიც სარტყელს ამაგრებდნენ. სრული რეკონსტრუქციის აუცილებლობის გამო ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაოების დაწყებამდე სამრეკლო დაათვალიერეს და შეისწავლეს. ღვთისმშობლის მიძინების მონატსრის რეკონსტრუქცია ოქტომბრის პირველ რიცხვებში დასრულდება.